ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იყო. არავინ არ დაზიანებულა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პრესცენტრში.
პალატაში გადაღებულ ვიდეოს „აჭარა news“ ავრცელებს: