ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ჩამონგრეულ კორპუსში სამუშაოებზე მათთან შეტყობინება არ შესულა

პუბლიკა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ დაფიქსირებულა.

„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

26 მაისის ქუჩა 13-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შეტყობინების დაფიქსირებას ადგილი არ ჰქონია, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. კანონმდებლობით მაკონტროლებელ ორგანოს შიდა კერძო ტერიტორიაზე სამუშაობის შემოწმების უფლებამოსილება მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე აქვს“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.