ბათუმის პორტში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის შესახებ საზღვაო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ბათუმის პორტში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის შესვლის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

სააგენტო განმარტავს, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ტრანზიტური ტვირთი, დიზელი, სომხეთისთვისაა განკუთვნილი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი გადმოტვირთვა შიდა და საერთაშორისო ნორმების დაცვით.

სააგენტო აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, უშვებს გამონაკლისს ენერგეტიკის (ნავთობი, ნავთობ-პროდუქტები), სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარების მიმართ, შესაბამისად ტანკერის მომსახრება არ არის სანქციების დარღვევა ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობა.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერია შესული.