ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი სექტემბრის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება

პუბლიკა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, აჭარის რეგიონში არსებული პანდემიური სიტუაციის გაუარესების გამო ფესტივალი 13-20 სექტემბრის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება.

„ფესტივალი აცნობიერებს იმ რისკებს, რაც ბათუმში გახშირებულ კოვიდ ვირუსის შემთხვევებს უკავშირდება და ფესტივალის სტუმრების, მონაწილეების და აუდიტორიის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საუკეთესო გამოსავალია ფესტივალის ჩატარება ოქტომბრის პირველ ნახევარში. ფესტივალზე მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და ის პანდემიასთან დაკავშირებული სახელმწიფო რეგულაციები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის ზუსტი თარიღები სექტემბრის ბოლომდე დადგინდება (პანდემიური სიტუაციის ცვლილების შესაბამისად) და გამოცხადდება ვებგვერდზე, Facebook-გვერდსა და მედიაში.