ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

პუბლიკა

ბათუმში რიგით მე-18 საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF), რომელიც 17-24 სექტემბერს იმართებოდა, დასრულდა. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები გამოავლინეს.

BIAFF-ის მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმების სექციაში გამარჯვებულები არიან:

  • საუკეთესო ფილმი  – „კრიტიკული ზონა“, ალი აჰმადზადე, ირანი/გერმანია, 2023
  • საუკეთესო რეჟისურა – თინათინ ყაჯრიშვილი ფილმისთვის მოქალაქე წმინდანი“,   საქართველო/ საფრანგეთი/ბულგარეთი, 2023 წ.
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – ეკა ჩავლეიშვილი – ფილმში „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 წ.
  • საუკეთესო მსახიობი კაცი – მიშალ ჟურავსკი – ფილმში„ნატეხები“, ბეატა ძიანოვიჩი, პოლონეთი, 2022
  • ჟიურის სპეციალური აღნიშნვნა – „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 წ.    და  „ბლაგას გაკვეთილი“, სტეფან კომანდარევი, ბულგარეთი/გერმანია, 2023 წ.

BIAFF-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში გამარჯვებულები არიან

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „გარდაცვლილი ქორწინება”, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი, 2022; 18 წთ.
  • ჟიურის სპეციალური დიპლომი – „იხვებზე ნადირობა”, გიორგი ქობალია, საქართველო, 2023 წ.

ბათუმის კინომოყვარულთა კლუბის ჟიურიმ სპეციალური ჯილდოები გადასცა ფილმს „მოქალაქე წმინდანი“ და რეჟისორ ბეატა ძიანოვიჩს ფილმისთვის „ნატეხები“.

BIAFF-ის საპატიო ჯილდოები გადაეცათ მსახიობ ზურა ყიფშიძეს, მომღერალ გიული ჩოხელსა და ოპერატორ რევაზ მახათაძეს.