ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მსგავსად იფიცებიან.
„ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია არ გაგვჩენოდა პროტესტის გრძნობა. სწორედ ამიტომ, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, რათა გავაგებინოთ ჩვენი ხმა ყველა ლექტორს, მასწავლებელს, სტუდენტს თუ სხვა პროფესიის ადამიანს, რომ დღეს დუმილი დანაშაულია.
სწორედ ამიტომ, ორშაბათს, 13 მაისს, საზღვაო აკადემიის მთავარ შესასვლელთან ვიკრიბებით ყველა სტუდენტი და ლექტორი, რათა დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ნათელ, თავისუფალ და ევროპულ მომავალს“, – ნათქვამია ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების განცხადებაში.
გარდა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა, გაიფიცნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სამხატვრო აკადემია;
- GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
- საქართველოს უნივერსიტეტი;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი;
- ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
- სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები;
- ალტე უნივერსიტეტი;
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
- საავიაციო უნივერსიტეტი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU;
- ევროპის უნივერსიტეტი;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU
- სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
- საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.