ბათუმში, 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული არასრულწოვანის მამაა.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინიტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.
დანაშაული თხუთმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.