ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან, სადაც მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ, დაძაბულობაა.
აქციის მონაწილეების თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მთავრობის შენობაში სურდათ შესვლა, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ, პარტია „ლელოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა.
„აქ ვხედავთ ჩვენ მდგომარეობას, როცა დეპუტატებს, რომელთაც აქვთ კანონმდებლობით დადგენილი უფლება, დაბროკლების გარეშე შევიდნენ აჭარის მთავრობის შენობაში, მათ არ აძლევენ ამის საშუალებას, აკავებენ ახალგაზრდებს.
ხედავთ რამდენი პოლიციელია აქ. 5 ივლისს რომ მდგარიყო ამდენი პოლიციელი ლაჩარი ღარიბაშვილის ხელში, ის ტრაგედია არ მოხდებოდა და დღეს ლექსო იქნებოდა ცოცხალი“, – თქვა ირაკლი კუპარაძემ ჟურნალისტებთან.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გარკვევას ცდილობს.