ბათუმში აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

პუბლიკა

ბათუმის ქუჩებში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მსვლელობას მართავდა ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები, ისინი შეზღუდვების მოხსნასა და კომენდატის საათის გაუქმებას ითხოვდნენ. მსვლელობის დროს შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასთან.  როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, სამართალდამცავებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. 

ბათუმში აქცია თბილისის „დაუმორჩილებლობის მარშის“ პარალელურად მიმდინარეობდა.