ბათუმში დააჯარიმეს კვების ობიექტები, სადაც მენიუები ქართულად არ ჰქონდათ

პუბლიკა

კონკურენციის სააგენტომ ბათუმში ის კვების ობიექტები დააჯარიმა, სადაც მენიუები ქართულად არ ჰქონდათ და სავარაუდო, მხოლოდ რუსულად იყო ხელმისაწვდომი.

კერძოდ, როგორც სააგენტოში აცხადებენ, მოვაჭრეებმა არ შეასრულეს მათ მიერ დაკისრებული ვალდებულება, რის გამოც ჯარიმა დაეკისრათ. აღსანიშნავია, რომ ჯარიმა მოვაჭრეებს ვალდებულების შესრულებისგან არ ათავისუფლებთ,

კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა შემდეგი ობიექტები:

  • ი/მ მარია კალუსტიანს – 600 ლარი;
  • შპს „დარიას“ – 1 088.27 ლარი;
  • ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს – 600 ლარი;
  • ი/მ ალეკსანდრ ვასილევის – 600 ლარი;
  • შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ – 1 789.22 ლარი;
  • შპს „ჰარვიდენტის“ – 600 ლარი.

გასული წლის ნოემბერში კონკურენციის სააგენტომ ამ კვების ობიექტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითა, რომ საცნობარო მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შედეგად, სააგენტომ 9 მათგან დარღვევა დაუდგინა და დაავალა, სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შეესაბამებინა.