ბათუმში დაჯარიმდა სუპერმარკეტები, საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა – ინსპექცია

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 10 სექტემბერს, შრომის ინსპექციამ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებმა ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტები და სასტუმროები შაემოწა.

უწყების ცნობით, შემოწმდა 8 სასტუმრო, რომელთაგან მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 2-მა:

  • „სტამბული“
  • „გალოგრე“

შემოწმდა ასევე  8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, რომელთაგან მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 7-მა. ისინი დაჯარიმდნენ 10 000 ლარის ოდენობით:

  • ვილმარტი
  • სპარი
  • ნიკორა
  • ორი ნაბიჯი
  • იალჩინ მარკეტი
  • მაგნიტი
  • კარფური

(მოთხოვნები დააკამაყოფილა მხოლოდ 1-მა  და ესაა „გუდვილი”).

უწყების ცნობით, არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმება.  საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა, რომლებსაც აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები აკონტროლებენ.

შრომის ინსპექციის ცნობით,  სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, ბათუმში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მოწმდებოდა საზოგადოებრივი კვების ობიექტებიც.

გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული. მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტმა (რესტორანმა). ესენი არიან:

  • შავი ზღა
  • ბალაგანი
  • ფიშლანდია
  • ფიშპოინტი
  • პორტა ბათუმი
  • ოქროს თევზი
  • მარსელი
  • მაჭახელა
  • სანაპირო
  • ადმირალ ტერასა
  • ლე პორტე
  • ლაით ჰაუსი
  • პონტოსი
  • აჭარა პალასი
  • ბახტრიონი
  • ზაქარა
  • თეთრი ბათუმი
  • მეფაიტონე
  • შერეკილები
  • შუმერული
  • ძველი გემო
  • ხინკლის გემო+
  • ფიროსამანი
  • თავადური
  • საზანდარი
  • ახალი გემი
  • ვივა ლათინო
  • ნეო კა