ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ, მთელი ოლქის მასშტაბით, გაუქმებულია 2071 ბიულეტენი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში დათვლილია უბნების 100%.
ამომრჩეველთა ხმები პროცენტულად ასე განაწილდა:
ბათუმი:
- გიორგი კირთაძე – 48.982%
- არჩილ ჩიქოვანი – 51.018%
რაოდენობრივად, კანდიდატებს შორის სხვაობა 1 526 ხმაა.
დღის ბოლოს, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ბათილად ცნობილი ბიულეტენების თაობაზე. კერძოდ, რამდენიმე დიდ ქალაქში ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის მიღებული ხმების სხვაობას.
კალანდარიშვილი განმარტავს, რომ მეორე ტურის ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.
„მაგალითად მერის არჩევნების ნაწილში სულ მონაწილეობდა მილიონ 15 ათას 491 ამომრჩეველი, საიდანაც ბათილი ბიულეტელენების რაოდენობა 2.96%-ს შეადგენს.
როგორც აღნიშნეთ მედიაში ხდება აპელირება ქუთაისზე, ბათუმზე, მაგალითად ზუგდიდზეც, იყო სეთი შემთხვევები. მინდა გითხრათ, რომ ამ ქალაქების მონაცემებთან დაკავშირებითაც საერთო სურათიდან ნამდვილად არ არის მამოვარდნილი, კერძოდ ქუთაისში 70 ათას 48 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, საიდანაც ბათილი არის 2396 ბიულეტენი, რაც საერო რაოდენობის 3.42%-ს შეადგენს, მაგალითად ბათუმის შემთხვევაში, 77 ათას 34 ამომრჩეველი მივიდა, საიდანაც გაბათილებულია მხოლოდ 2 071 ბიულეტენი რაც 2.69%-ია“,- განმარტავს კალანდარიშვილი.