ბათუმში იაგო ხვიჩია, ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში ბორის ყურუა - „გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატები

პუბლიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში ბორის ყურუა იქნება. ბათუმის ოლქში კი იაგო ხვიჩია.

“მე ვხედავ ბათუმში რესურსს, ყველაზე მეტ რესურსს, სადაც ჩვენ შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგების გაზრდა. გარდა ამისა, ბათუმი არის ჩემთვის ძალიან სპეციფიური ადგილი, ბევრი მოგონება მაკავშირებს ბათუმთან”, — აცხადებს ხვიჩია რუსთავი ორთან საუბრის დროს.

„ამ არჩევნებში მე ვიქნები ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გირჩიდან.

პოლიტიკაში დიდი გამოცდილება არ მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ მაქვს გამოცდილება, ანუ იმდენივე გამოცდილება მაქვს, რამდენიც ფინანსური სახსრები.

სამაგიეროდ ბევრი იდეისთვის თავდადებული ტიპია ჩემს ირგვლივ და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ჩხუბს, ძიძგილაობას და ასე შემდეგ არ მგონია სხვა რამ ჭირდებოდეს კიდევ“,- წერს facebook პოსტში ბორის ყურუა.