ბათუმში ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ გამართულ აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სასტუმროში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვედრებს მართავს, სწორედ მასთან კითხვების დასასმელად მივიდნენ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები. მათ შორის, ენმ-ის გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დაც, ნაზი ფუტკარაძე.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საკონფერენციო დარბაზთან იყვნენ შეკრებილები, შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. რამდენიმე მათგანი გადაყვანილია განყოფილებაში. როგორც შსს-ში ამბობენ, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.