ბათუმში კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

პუბლიკა

აჭარის პოლიციის  თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ი.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით ბრალდებულმა, ბათუმში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, ნაცნობი, ამავე ბანკის თანამშრომელი – 1988 წელს დაბადებული ჯ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ ი.შ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.