ბათუმში ხანძრის შედეგად 4 ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა

პუბლიკა

გვიან ღამით ხანძარი იყო ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ დამწვარია ბარაკის ტიპის სახლი. მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე 9 სახანძრო-სამშველო ჯგუფი მუშაობდა.

საზოგადოებრივი მაუწებლის ინფორმაციით, ოთხი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მათ დახმარებას ქალაქის მერია შეჰპირდა.