ბათუმში კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბათუმში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, ის კლინიკა „მედცენტრში” მკურნალობდა. 20 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 31 აგვისტოს შეიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იყო.

„პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა დამძიმდა და პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. გარდაცვალება დაფიქსირდა გუშინ, პირველ სექტემბერს” – აცხადებენ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით სამინისტროში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში 81 პაციენტი გარდაიცვალა.