ბათუმში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბათუმში დღეს, 8 დეკემბერს, კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა.

ის მკურნალობას თავდაპირველად კოვიდსასტუმროში გადიოდა, მოგვიანებით კი კლინიკაში გადაიყვანეს.

„გადმოსულია საკარანტინო სივრციდან 10 ნოემბერს. მდგომარეობა თანდათან დამძიმდა, მკურნალობის მიუხედავად. სპეციალისტებიც ჩაერთვნენ და გაგვიწიეს დახმარება, მაგრამ მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა, ვერ მიაღწიეს სტაბილიზაციას და სამწუხაროდ დაიღუპა. შემოვიდა ფილტვების დაზიანებით, თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა“, – უთხრა ჟურნალისტებს „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის“ ექიმმა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 8 დეკემბრის დილის მონაცემით, 179 მედპერსონალია (ექიმი, ექთანი, უმცროსი პერსონალი) ინფიცირებული.