ბათუმში, კორპუსიდან, სადაც კაცი, სავარაუდოდ, სარეკლამო ბანერს აკრავდა, ჩამოვარდა და გარდაიცვალა

პუბლიკა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი შენობის დაახლოებით მეხუთე სართულთან სარეკლამო აბრას ამონტაჟენდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და გადმოვარდა.

„პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას. მასალა განახლდება.