ბათუმში მედიის სოლიდარობის აქცია იმართება

პუბლიკა

ამ წუთებში ბათუმში მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ სასტუმრო შერატონის მიმდებარედ, სადაც 3 საათზე იწყება საერთაშორისო კონფერენცია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობით.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. დემონსტრანტებს ბანერები და „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები უკავიათ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გააგებინონ, თუ რა პირობებში მუშაობენ საქართველოში მედიის წარმომადგენლები.