თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც როგორც ადგილობრივი მედია „ბათუმელები” ავრცელებს ინფორმაციას 4 ადამიანი დააკავეს.
მათივე ცნობით, აქციის მონაწილეებს დაკავებამდე ბანერები წაართვეს. დაკავებულებს შორის, მედიის ცნობით, 2 არასრულწლოვანია.
,,პუბლიკა” დაუკავშირდა შსს–ს და აზუსტებს თუ რის საფუძველზე და რა მუხლით დააკავეს ბათუმში აქციის მონაწილეები. შსს-ს პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
აქციიდან ფოტოს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისის ყოფილი თავმდჯომარე გიორგი კირთაძე ჩანს, სოციალურ ქსელში პარტიის წევრი გიორგი პატარაია ავრცელებს.