ბათუმში, მოხუცთა თავშესაფრის 5 ბენეფიციარსა და 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

აჭარაში, ბათუმში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავშესაფრის დირექტორი დეკანოზი იოანე ბარამიძე „პუბლიკას“ უდასტურებს.

„ამ წუთებში კარანტინია გამოცხადებული და ყველას გაგვიკეთეს სწრაფი ტესტირება. იყვნენ დაწესებულებაში მოსულები სპეციალისტები და მოგვცეს რეკომენდაციები, რომელსაც ვიცავთ. ველოდებით სწრაფი ტესტირების პასუხებს“, – აღნიშნა იოანე ბარამიძემ.

თავშესაფრის დირექტორის განმარტებით, დაწესებულებაში 120 მობინადრე და 70 თანამშრომელია.