ბათუმში მომხდარის გამო პოლიტიკოსების ნაწილი კამპანიას აჩერებს

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.

საარჩევნო კამპანიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ბათუმში ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია ზუგდიდში დაგეგმილი აქციის გადადების შესახებ. ენმ 20:00-ზე ზუგდიდში შეკრებას და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ხმების დაკლების გაპროტესტებას გეგმავს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბათუმში სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.