ბათუმში მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

პუბლიკა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციონერებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მთავრობის წევრების გასვლითი სხდომისა და ვახშმის გასაპროტესტებლად მათ შენობასთან ღვინო და საჭმელი, ასევე გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და წარწერა #ლექSOSთვის მიიტანეს.

„გარდაიცვალა ახალგაზრდა ოპერატორი და გლოვობს ქვეყანა, თუმცა უნიათო, კორუმპირებული, უსირცხვილო მთავრობის თავმჯდომრე მთელი შემადგენლობით გუშინ მოქალაქეების ხარჯზე, ბიუჯეტის ხარჯზე, ქეიფობდა რესტორანში.

მოვუწოდებთ თორნიკე რიჟვაძეს, დროულად დატოვოს პრემიერთან ერთად თანამდებობა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მიშა ბოლქვაძემ.