ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი

პუბლიკა

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი წლისა და სამი თვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ის ბათუმის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

„ამ ეტაპზე პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ზედაპირული დაზიანება, წვივის ძვლის დაზიანება, სტაბილურია მისი სასიცოცხლო ფუნქციები, მიმდინარეობს კვლევა და მონიტორინგი”, – ამბობს კლინიკის მთავარი ექიმი თამარ ბახტაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკაში ერთი ბავშვია გადაყვანილი.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს ჩამოინგრა.

შენობის მიმდებარედ ნანგრევებში მოჰყვა რამდენიმე ავტომანქანა, ერთ-ერთიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს.  ნანგრევებიდან გამოიყვანეს, ასევე, კიდევ ერთი მცირეწლოვანიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.