ბათუმში ნანგრევებიდან ქალის და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს

პუბლიკა

მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას ადგილზე მყოფი მედია ავრცელებს. ცხედრების ამოყვანის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან „პუბლიკას“ აცნობეს, რომ დაღუპულია ქალი და ბავშვი.

ამ დრომდე ნგრევის შედეგად 6 ადამიანი იყო დაღუპული. ერთი გადარჩენილი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სავარაუდოდ ეძებენ კიდევ 1 ადამიანს.