„ერთად ერთის წინააღმდეგ” – ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები 6 მაისის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ვარდების მოედანზე, ბათუმის მერიისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაა.
„დღეს ხელისუფლება მიტაცებულია. ჩვენმა წინააღმდეგობის მოძრაობამ პირველი შედეგები გამოიღო – სენატი, კონკრესი, ბრიუსელი, ევროკავშირი – მხარს უჭერს ჩვენ აბსოლუტურად სწორ მოთხოვნებს. აუცილებლად გავიმარჯვებთ.
იანვრიდან დავიწყებთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოიცვს ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა მოქალაქეს, ყველა უნდა გავერთიანდეთ, იმისთვის, რომ დავამარცხოთ ის უბედური ყოფა, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის”, – განაცხადა „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი ჩააგდო.
მმართველი გუნდი ასევე არ თანხმდება ოპოზიციის შეთავაზებას მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხზე.