დღეს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სავარაუდოდ, გადაცვლილია ქალი და კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვა დეტალების შესახებ არ საუბრობენ.