ადგილობრივი მედიის ცნობით, ბათუმში, ოთხ დიდ სავაჭრო ცენტრში, ევაკუაცია გამოცხადდა. „ბათუმელების” ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტებზე კრიმინალისტები მუშაობენ.
გუშინ, 20 იანვარს მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზეც. მედიის ცნობით, გამნაღმველები იქაც მუშაობდნენ.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, აეროპორტში სახიფათო ვითარების შესახებ შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები განხორციელდა.
„პუბლიკა” ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უყებაში ამ დროისთვის მედიის ზარებს არ პასუხობენ.
„პუბლიკა” ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.