ბათუმში პოლიცია შეიჭრა „სირცხვილიას" შტაბში და დააკავეს აქტივისტები - „სირცხვილია"

პუბლიკა

„ამ წუთებში ბათუმში პოლიცია შეიჭრა „სირცხვილიას” შტაბში, სადაც ისევე როგორც პარლამენტის წინ, იმართებოდა „დაუმორჩილებლობა” და დააკავეს რამდენიმე ადამიანი”, – ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „სირცხვილია” ავრცელებს.

როგორც facebook-ჩართვისას ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, პოლიციელებმა იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

„მოვუწოდებთ პოლიციას სასწრაფოდ დატოვეთ ჩვენი ოფისის ტერიტორია, შეწყვიტეთ ძალადობა და გაათავისუფლეთ დაკავებული აქტივისტები”, – წერს „სირცხვილია”.

„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.