ბათუმში რესტორანი სოციალური ღონისძიების გამართვის გამო 10 000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

შრომის ინსპექციის ცნობით, ბათუმში ერთი-ერთი რესტორანი სოციალური ღონისძიების გამართვის გამო 10 000 ლარით დააჯარიმეს.

„შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორნის დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება მიმდინარეობდა. ადგილზე ათზე მეტი პირი იყო შეკრებილი.

ვინაიდან აღნიშნული ფაქტი აკრძალულია საქართველოს მთავრობის #322-ე დადგენილებით, შპს-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია და ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით”, – ვკითხულობთ ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.