ბათუმში რესტორანში სროლა იყო - სავარაუდოდ არის მსხვერპლი

პუბლიკა

ბათუმში რესტორანში სროლა იყო – სავარაუდოდ არის მსხვერპლი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ზურგში რამდენიმე ტყვია ესროლეს.

როგორც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები.

მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევის მიზნით „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  დაუკავშირებას ცდილობს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.