ბათუმში საარჩევნო უბანთან ჩვენს ჟურნალისტს აპარატურა მოპარეს – „TV პირველი“

პუბლიკა

„TV პირველის“ ინფორმაციით, ბათუმში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მათი ჟურნალისტების აპარატურა მოიპარეს. როგორც ტელეკომპანია თავის ჟურნალისტ თეონა დოლენჯაშვილზე დაყრდნობით ამბობს, საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა „ოცნების“ აქტივისტებმა  ე.წ. ლაივუს აპარატი სამარშუტო ტაქსში ჩაკეტეს.

„პირველების“ ინფორმაციით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

„მაშინ, როცა „პირველების“ გადამღები ჯგუფი სავარაუდო კანონდარღვევას იღებდა, თუ როგორ აკონტროლებდნენ მმართველი პარტიის აგიტატორები ამომრჩევლის ნებას, აქტივისტებმა ჩვენი გადამცემი მოწყობილობა, ე.წ. ლაივუ, სამარშრუტო ტაქსში ჩაკეტეს“, – წერს „TV პირველი“.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ერთ-ერთმა პირმა მათ განუცხადა, რომ „სხვის საქმეში არ უნდა ჩაერიო, რომ ნივთები არ დაკარგო“.

ქალაქ ბათუმში 64-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, ბათუმის პოლიციამ დაიწყო შესწავლა, რომლის ფარგლებში შედგა გასაუბრება მედიის წარმომადგენლებთან, მათ კუთვნილი ნივთები დაიბრუნეს და აგრძელებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას.