ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ ორსული გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
როგორც მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალის ოჯახის წევრი ჰყვება, ორსულს საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში ჩაუტარდა და მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის კლინიკა BAU-ში გადაიყვანეს.
„ჯანმრთელი ქალი მივიყვანე და მკვდარი გამომატანეს. კლინიკა BMS-ში პასუხი ვერ მითხრეს, თუ რა გააკეთეს ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით. გაუკეთდა ოპერაცია. უყურადღებობა, პირველ რიგში, შემდეგ დაიწყო სისხლდენა და ვერ შეუჩერეს…..
უნდა დაისაჯონ. პასუხები მჭირდება, თუ რა მოხდა,”- უთხრა დაღუპული ქალის მეუღლემ „მთავარ არხს.“
როგორც კლინიკა „ბაოს“ რეანიმაციული განყოფილების უფროსმა გოჩა აბაშიძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, ქალი კლინიკაში სხვა კლინიკიდან „უკიდურესად მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს“ და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.