ბათუმში საკრებულოს ახლად არჩეულმა დეპუტატმა გახარიას პარტია დატოვა

პუბლიკა

ბათუმში საკრებულოს ახლად არჩეულმა დეპუტატმა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძემ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ ის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.

“ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ! არა ნაცებს‼️‼️არა ბოროტებას‼️‼️ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!” – წერს თავდგირიძე.

რამდენიმე დღის წინ გახარიას პარტია ასევე დატოვა წალენჯიხის საკრებულოში არჩეულმა დეპუტატმა, ნანა ლემონჯავამ.