ბათუმში 3 პოლიციელი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, „მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით”.
შსს-ს თქმით, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, „რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა”.
გ.ნ. ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.