ბათუმის მთავრობის სახლის წინ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მხარდამჭერების აქცია გაიმართა. ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულებს ბრალი უსაფუძვლოდ წარუდგინეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. „ტვ პირველის“ ჟურნალისტის თქმით, აქციაზე დააკავეს მონაწილეები და ისინი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
ასევე „ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის სამი წევრი მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს.
ცენტრალური გზის გადაკეტვის შემდეგ, აქციის მონაწილეები აქციას ბათუმის რაიონული პროკურატურასთან აგრძელებენ.