უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბათუმში დააკავეს საკრუიზო რუსული გემის პროტესტის გამო, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
რუსეთიდან წამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შევიდა.
მოქალაქეები მას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.
აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 23 მოქალაქე დააკავა.