ბათუმში საპროტესტო აქციაზე სავარაუდოდ 3 ადამიანი დააკავეს. შესაძლოა, დაკავებულებს შორის არასრულწლოვანიც იყოს. „პუბლიკა” ინფორმაციას აზუსტებს.
29 ნოემბერს მოქალაქეები ბათუმში შეიკრიბნენ და გააპროტესტეს „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, შეაჩეროს EU-ში საქართველოს გაწევრების პროცესი.
მათ მსვლელობა ბათუმის შესასვლელიდან დაიწყეს, სადაც რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.
შემდეგ მათ გადაინაცვლეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, შემდეგ – საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ამ წუთებში ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან რჩება, ნაწილს გადაკეტილი აქვს რუსთაველის ქუჩა.