ბათუმში შემსვლელ-გამომსვლელებისთვის ინტენსიური თერმოსკრინინგი დაიწყება – მეზვრიშვილი

პუბლიკა

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, არსად არ იგეგმება საყოველთაო კარანტინი, მათ შორის, არც ბათუმში.

მისი თქმით, გაძლიერებულია თერმოსკრინინგი და შეიძლება ითქვას, რომ მასობრივად მიმდინარეობს.

„დღეს უწყებათასაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თერმოსკრინინგი ინტენსიურად განხორციელდება კომერციულ დაწესებულებებში. ასევე, ინტენსიური თერმოსკრინინგი იქნება ბათუმში შემსვლელ-გამსვლელებზე. მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი იმუშავებს შესაბამის უწყებებთან ერთად. ის ადამიანები, ვისაც ექნება ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 145 აჭარის რეგიონში გამოვლინდა.