ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დაჭრეს. სავარაუდო თავდამსხმელმა კი შემთხვევის შემდეგ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციითვე, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.