ბათუმში უფასო პისიარტესტირებისთვის ორი კარავი განთავსდება

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 20 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ბათუმში უფასო პისიარტესტირებისთვის ორი კარავი გაიშლება – ბულვარში, კოლონადებთან და აჭარული სახლის მიმდებარედ. ქობულეთში სპეციალისტები აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის ტერიტორიაზე იმუშავებენ.

კორონავირუსზე კვლევის ჩატარება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, პასუხს კი 24 საათის განმავლობაში საკონტაქტო ნომერზე აცნობებენ.

„ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევა ისეთი პაციენტებისა, რომლის ინფექციის წყარო ვერ მოიძებნა, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ გაფართოებული ტესტირება, რომელიც უფასო იქნება მოსახლეობისთვის. ქალაქ ბათუმში სანაპიროზე, ბულვარის ტერიტორიაზე, კოლონადებთან და აჭარულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპიროს მხრიდან გაიშლება ორი კარავი, დღის მეორე ნახევარში. აგრეთვე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმაშენებლის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიშლება კარავი.“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.