ბათუმში, ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ.
ის ზღვაში გუშინ შევიდა. ძებნის სამუშაოები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გუშინ საღამოდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
როგორც უწყებაში „პუბლიკას” უთხრეს, დაკარგულ ახალგაზრდასთან ერთად ზღვაში მისი მეგობარიც შევიდა, ის უკვე ნაპოვნია და კარგადაა.