ბარ „ბაუჰაუსის“ გაუჩინარებული 2 თანამშრომლის საქმეზე გამოძიება თავისუფლენის უკანონო აღკვეთის მუხლით არის დაწყებული.
როგორც შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, ინფორმაცია ახალგაზრდების გაუჩინარების შესახებ პოლიციაში 15 აგვისტოს, 21:00 საათზე შევიდა.
„პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები და ამ დრომდე გრძელდება“, – აცხადებენ შსს-ში.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.