„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვისაც წელს 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდება, უფლება ექნება, შევიდეს სასკოლო განათლებაში. აქამდე დაშვებული იყო 1 ოქტომბრამდე და ჩვენ 1 თვით ვახანგრძლივებთ ამ ვადას“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბუნებრივია ეს პროცესი იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და არის ძალიან მასშტაბური, 800 სკოლის მშენებლობა -რეაბილიტაცია, ჩვენ ეტაპობრივად ყოველწლიურად მოვახდენთ აღნიშნული ვადის გადაწევას. ვფიქრობთ ყველაზე სამართლიანი გზაგასაყარი [სასკოლო ასაკისთვის] არის 31 დეკემბერი“, – აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, ეს საკითხი მშობლებისთვის არის ნებაყოფლობითი და მათ თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, ბავშვი შეიყვანონ სკოლაში, თუ დატოვონ საბავშვო ბაღში.