„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედება 3 თვით გადავადდება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი „ბავშვთა კოდექსის” ამოქმედების ვადის 3 თვით გადადებას გეგმავს. საკითხი დღევანდელ, 13 მაისის ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დააყენა.

„ჩვენ, პრაქტიკულად, მთელი სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, თვითმმართველობები, ვიყავით მზად, რომ კოდექსი პირველი ივლისიდან ამოქმედებულიყო. როგორც იცით, ბავშვთან იმ ადამიანმა არ უნდა იმუშაოს, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს.

ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, დონორებთან ერთად კოვიდინფექციის გამო ონლაინ რეჟიმში ჩავატარეთ ტრენინგები, თუმცა ამ ტრენინგებს ჰქონდა პრაქტიკული ნაწილი და იმ შეზღუდვების გამო, რომელიც არის ობიექტური გარემოებებით გამოწვეული, პრაქტიკული ნაწილი ფიზიკურად იყო შეუძლებელი, რომ განგვეხორციელებინა. ამიტომ ჩვენი შემოთავაზებაა, 1 ივნისის ნაცვლად 1 სექტემბერს ავამოქმედოთ ბავშვის უფლებათა კოდექსი“, – განაცხადა კილაძემ.

******************

კოდექსი 15 თავისა და 102 მუხლისგან შედგება. მისი პრინციპია – აღიარება, დაცვა, უზრუნველყოფა.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზანია:

  • ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ოჯახის მხარდაჭერა, საუკეთესო ინტერესების უპირატესობა, მონაწილეობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
  • ბავშვის უფლებათა  დაცვისა და მხარდაჭერის ეროვნული  სისტემის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
  • პროფესიონალთა, საჯარო და კერძო დაწესებულებათა მიერ ბავშვის უფლებებზე  ორიენტირებული მიდგომის დანერგვა (სპეციალიზაცია, კოორდინაცია, თანამშრომლობა);
  • გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმებისა  და სხვა საერთაშორისო კონვენციების ეფექტიანი აღსრულება საქართველოს  კონსტიტუციის შესაბამისად;