„ბავშვთა ქორწინება დანაშაულია“ | აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

პუბლიკა

„ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ“ – ამ სახელმწოდებით საქართველოს  პარლამენტთან აქცია-პერფორმანის გაიმართა.

დღეს, 25 ნოემბერი, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

„საქართველოში მხოლოდ სრულწლოვანებს აქვთ ქორწინების უფლება, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის შემზარავი ამბები ბავშვთა ქორწინებისა, იძულებითი ნიშნობისა და ქორწინებისა, 16 წლამდე გოგოების მშობიარობისა და ბოლოს 14 წლის აითაჯის მკვლელობისა “ქმრისგან“.

სახელმწიფო არ იცავს ბავშვებს.

ბავშვთა ქორწინების არსებობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

სახელმწიფო არ ებრძვის პედოფილიას!

ჩვენ, ყველამ ერთად, ვისაც ამ სასტიკი რეალობის ცვლილება გვსურს, ახლავე უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და სახელმწიფოს მკაცრად მოვთხოვოთ ეფექტური რეაგირება.

ბავშვები თავს ვერ დაიცავენ, ბავშვები ჩვენ უნდა დავიცვათ, “- ეს იყო საპროტესტო პერფორმანსის მთავარი გზავნილი.

საპროტესტო აქცია-პერფორმანსი ქალთა მოძრაობისა და „საფარის“ ორგანიზებით გაიმართა. აქციაზე მოქალაქეები ბანარებით მივიდნენ და ბავშვთა ქორწინების პრაქტიკა გააპროტესტეს.