თბილისში, ე.წ. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა დახლების გაშლა სცადეს, რამაც ხმაური გამოიწვია.
გარემოვაჭრეების ცნობით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მათ კუთვნილი დახლები და პროდუქცია წაართვეს. ადგილზე მისულია საპატრულო პოლიციაც.
თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მიმდებარე რამდენიმე ქუჩაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები 19 ივლისს გაიტანეს.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და კონსტრუქციები უნებართვოა. მათივე ცნობით, გარემოვაჭრეებს შესთავაზეს, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ და საშეღავათო პირობებით ისარგებლონ.