ბავშვთან გარყვნილი ქმედებისთვის პირს 5 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულის რაიონული პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 2018 წლის ივლისში მარნეულის მუნიციპალიტეტში ი.კ.-მ წინასწარი შეცნობით, თექვსმეტ წელს მიუღწეველ გოგონასთან ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.

სამართალდამცველებმა ი.კ. 2019 წლის 2 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.