თბილისის საქალაქო სასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
„სამართალდამცველებმა ო.ა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 21 ივლისს თბილისში დააკავეს. მას 5 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარება, ხოლო 2 ეპიზოდზე 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.